Belive

მესიმ შესაძლოა იანვრამდე ვერ ითამაშოს - ბარსელონას ახალი თავსატეხი გაუჩნდა 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ბარსელონა" ახალი თავსატეხის წინაშე აღმოჩნდა. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ "ბლაუგრანამ" სეზონის საწყისი ნახევარი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე ჩაატაროს. საქმე იმაშია, რომ ლეო მესისთვის გაფორმებული ახალი, 4-წლიანი კონტრაქტის ძალაში შესასვლელად კატალონიურ კლუბს რიგი ფინანსური და იურიდიული ოპერაციების განხორციელება მოუწევს. უფრო კონკრეტულად, საქმე სახელფასო ჭერს ეხება. იმისთვის, რომ ესპანურმა გრანდმა არგენტინელი სუპერვარსკვლავისთვის ახალი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების გადახდა შეძლოს, მათ სხვა მოთამაშეებს ხელფასი უნდა დააკლონ. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ კლუბს ახალწვეულებიც ჰყავს, მემფის დეპაის, სერხიო აგუეროს, ერიკ გარსიას და ემერსონ როიალის ანაზღაურება კი საკმაოდ მსუყე იქნება. ლა ლიგის წესებით გათვალისწინებულ სახელფასო ლიმიტში ვერ ჩატევის შემთხვევაში, "ბარსელონას" ყველაზე მაღალანაზღურებადი ფეხბურთელის გამოყენება წლის ბოლომდე ვერ შეეძლება. აღნიშნულთან დაკავშირებით ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში წესები სრული დაცვით შესრულდება.
Football superstar Messi tells Barcelona he wants to leave the club
აქედან გამომდინარე, თუ "ბარსელონა" ფინანსური სიტუაციის დაბალანსებას ვერ მოახერხებს, ლეო მესის იანვრამდე თამაში ვერ მოხერხდება, თუ რამდენად მისაღებია მსგავსი გარემოება 6 ოქროს ბურთის მფლობელისთვის, ადვილი წარმოსადგენია. მსგავსი პრეცენდენტი ლა ლიგაში უკვე არსებობს - 2014 წელს "ხეტაფეში" ნახევარი წლის განმავლობაში თამაში პედრო ლეონმა ვერ მოახერხა. "ბარსას" 34 წლის კაპიტანი ზაფხულში კიდევ ერთი ტიტულის მფლობელი გახდა და არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკის მოგება მოახერხა. ეს მესისთვის პირველი დიდი სანაკრებო ტიტული იყო (2004 წელს ლეომ ეროვნულ გუნდში ოლიმპიური თამაშები მოიგო). ამ მომენტისთვის, ლეო მესი მიმდინარე წელს ოქროს ბურთის მოგების მთავარ კანდიდატად მიიჩნევა.
Lionel Messi Finally Wins International Trophy As Argentina Beat Brazil

სხვა სტატიები