Belive

მესიმ შესაძლოა ფინალი გამოტოვოს - არგენტინელის მდგომარეობა სათუოა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა გუნდის კაპიტანი ლიონელ მესი ესპანეთის სუპერთასის ფინალში მონაწილეობის მიღებას. "რაც შეეხება მესის, კიდევ რამდენიმე დღე უნდა დაველოდოთ ზუსტ პასუხს", - თქვა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა. არგენტინელმა თავდამსხმელმა უკვე გამოტოვა ტურნირის ნახევარფინალური შეხვედრა "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ, რომელიც ფრედ - 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში გამარჯვება კატალონიურმა გრანდმა მოიპოვა (3:2). ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "გრანადასთან" (4:0) მოგებული მატჩის დასრულების შემდეგ, 6 ოქროს ბურთის მფლობელმა თავი არაკომფორტულად იგრძნო, თუმცა ზუსტი დიაგნოზი და ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს ბილბაოს "ატლეტიკი" და მადრიდის "რეალი" 15 იანვარს შეხვდებიან.

სხვა სტატიები