Belive

მესიმ სოციალურ ქსელ Instagram-ზე რონალდუს რეკორდი დაამხო

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

სოციალური ქსელები მსოფლიოში ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასობრივი საკომუნიკაციო საშუალებაა, სადაც ფაქტობრივად ყველა სფეროს წარმომადგენლები არიან თავმოყრილნი, მათ შორის სპორტსმენებიც. სოც. ქსელ Instagram-ზე, ყველაზე მეტი გამომწერი ლეგენდარულ პორტუგალიელ ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს ჰყავს - მისი გამომწერების რაოდენობა 300 მილიონს გადასცდა, რითაც ის აბსოლუტური რეკორდსმენია (ინფორმაციული ჩანართი - რონალდოს ზუსტი გამომწერების რაოდენობა 315 მილიონ ადამიანს აჭარბებს, მესის კი 233 მილიონი გამომწერი ჰყავს). მას შემდეგ, რაც ლეო მესიმ საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკის ტიტულის მოგება შეძლო, მის პირად გვერდზე ტურნირის თასთან ერთად ფოტო განათავსა, რომელმაც საზოგადოების წარმოუდგენელი ყურადღება დაიმსახურა - მესის ფოტოს 20 მილიონზე მეტი მოწონება აქვს, რაც სპორტსმენებისა და სპორტთან დაკავშირებულ პოსტებს შორის ყველაზე გამოხმაურებადი ფოტო გახდა.


 
View this post on Instagram
 

A post shared by Leo Messi (@leomessi)


აქამდე, სპორტსმენებისა და სპორტთან დაკავშირებულ პოსტებს შორის ყველაზე გამოხმაურებადი კრიშტიანუ რონალდუს მიერ ატვირთული, ლეგენდარულ მარადონასთან ერთად გადაღებული ფოტო იყო, რომელსაც 18 მილიონზე მეტი მოწონება ჰქონდა, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მესიმ ამ მრივ ახალი რეკორდი დაამყარა.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Cristiano Ronaldo (@cristiano)


სპორტის მოყვარულები რონალდუს, როგორც შეუპოვარს და მუდმივ რეჟიმში რეკორდებზე ორიენტირებულ ადამიანს ისე ვიცნობთ, ასე რომ ვნახოთ, რას მოიმოქმედებს პორტუგალიელი, ახლა ჯერი მასზეა...

სხვა სტატიები