Belive

მესის 2 ახალი რეკორდი ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში, "პსჟ"-მ "მაკაბი ჰაიფას" უმასპინძლა და 7:2 გაანადგურა.

მორიგი ფენომანალური მატჩი ჩაატარა ლეო მესიმ, რომელმაც თავი 2 გატანილი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ასევე, ამ მატჩში ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგის 2 რეკორდი დაამყარა.

რეკორდი #1 - ამ მატჩში ლეო მესიმ მეორე გოლი საჯარიმოს გარედან გაიტანა. ამ გატანილი გოლით კი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც 23-ჯერ შეძლო საჯარიმოს გარედან გოლის გატანა. საჯარიმოს გარედან გატანილი გოლების რაოდენობით მესიმ კრიშტიანუ რონალდუს გადაასწრო, პორტუგალიელი ფეხბურთელის ანგარიშზე 22 გოლია.

რეკორდი #2 - არგენტინელი სუპერვარსკვლავი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია (35 წლის და 123 დღის), რომელმაც ერთ მატჩში 2 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში "პსჟ" და "ბენფიკა" 11-11 ქულით პირველ მეორე ადგილს იყოფენ.

სხვა სტატიები