Belive

მესის ალ ჰილალისგან შეთავაზება არ მიუღია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელს, ლეო მესის, ,,ალ ჰილალისგან'' სატრანსფერო შეთავაზება არ მიუღია. ინფორმაციას ესპანელ ჟურნალისტზე, გილემ ბალაგეზე, დაყრდნობით, BBC Sport-ი ავრცელებს.

,,ალ ჰილალისგან შეთავაზება არ ყოფილა. ახლა მესის მოტივაცია ევროპაში დარჩენაა. ის ,,ოქროს ბურთის'' მოგების ფავორიტია. ლეო კვლავ ჩემპიონთა ლიგაზეა და მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ დიდი მიზნები აქვს,'' - ამბობს ბალაგე.

რამდენიმე დღის წინ, არაერთმა გამოცემამ დაწერა, რომ ,,ალ ჰილალი'' მესის ხელფასის სახით წელიწადში 280 მილიონ ევროს სთავაზობდა.

მიმდინარე სეზონში არგენტინელის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 13 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები