Belive

მესის არც რონალდუ ჩამორჩა - პორტუგალიელის პასიურობა პრესინგის ნაცვლად (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში, კიევის “დინამოს” წინააღმდეგ (2:1) მოგებული შეხვედრაში კამერებმა ლეო მესი ერთ-ერთ ისეთ ეპიზოდში გამოიჭირეს, როცა ის არ აქტიურობდა და მეტოქის ფეხბურთელს საკუთარ ნახევარზე შეუფერხებლად გადმოსვლის უფლება მისცა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი თითქმის არც კი განძრეულა, რის გამოც მან როგორც "ბლაუგრანას" ქომაგების, ისე მედიის კრიტიკა დაიმსახურა. საინტერესოა, რომ მარადიულ კონკურენტს არც კრიშტიანუ რონალდუ "ჩამორჩა", პორტუგალიელი ოპერატორებმა მსგავს სიტუაციაში დააფიქსირეს. ეს შემთხვევაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხდა, სადაც ტურინის "იუვენტუსმა" ლაშა დვალის "ფერენცვაროშს" - 4:1 სძლია. სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ნათლად ჩანს, რომ "ბებერი ქალბატონის" მეშვიდე ნომერი მეტოქის ფეხბურთელებს პრესინგის თამაშის ნაცვლად, ბურთის თავისუფლად ამოტანაში ხელს არ უშლის. ერთ-ერთ ასეთ სიტუაციაში 5 ოქროს ბურთის მფლობელი სწორედ ქართველი ლეგიონერის პირისპირ დგას.
    3 ტურის შემდეგ, "ბიანკონიერის" 6 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს, იტალიის სერია A-ში კი გუნდს 12 ქულით მესამე პოზიცია უკავია. 35 წლის ფორვარდის აქტივში, რომელმაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაამარცხა, ამ სეზონში ოთხ შეხვედრაში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები