Belive

ელ კლასიკოში მესის თამაში საეჭვოა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ "ვალენსიასთან" მატჩში მცირე ტრავმა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მესიმ შესაძლოა "ელ კლასიკო", რომელიც 6 თებერვალს უნდა გაიმართოს, გამოტოვოს. El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, არგენტინელმა ვარსკვლავმა მარჯვენა ბარძაყის კუნთის დაზიანება მიიღო. მატჩის შემდეგ ის არ წაყვა სამედიცინო შემოწმებაზე გუნდის ექიმს იმის შიშით, რომ "რეალის" წინააღმდეგ თამაშის უფლებას არ მისცემდნენ. ამის მიუხედავად, მას მაინც შეიძლება მოუწიოს მატჩის გამოტოვება. აღსანიშნავია, რომ "რეალის" წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ვერც ოსმან დემბელე ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "ბარსელონა" 6 თებერვალს "ნოუ კამპზე" "რეალს" უმასპინძლებს. ბოლო "ელ კლასიკო", რომელიც 28 ოქტომბერს "ლა ლიგის" ეგიდით გაიმართა, ლიონელ მესიმ ხელის ტრავმის გამო გამოტოვა.

სხვა სტატიები