Belive

მესის ემოციური დაბრუნება სამშობლოში?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინული კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, ლეო მესის "ნიუელსში" შესაძლო დაბრუნების სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ მესის სამშობლოში დაბრუნება უტოპიის სფეროს არ წარმოადგენს. კატალონიური გრანდის სუპერვარსკვლავი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში განახლებულ კონტრაქტს მოაწერს ხელს. "კამპ ნოუზე" მესის ჰეგემონია კიდევ რამდენიმე წლით გაგრძელდება, თუმცა "ნიუელსის" ცივე-პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მესი კარიერას იმ გუნდში დაასრულებს, რომელშიც ბავშვობის წლები აქვს გატარებული. "დროთა განმავლობაში ნათელი გახდება. ვერ ვიტყვი, რომ ეს შეუძლებელია. "ნიუელსი" მესის მშობლიური კლუბია - ბავშვობის წლები სწორედ აქ აქვს გატარებული. ეს არის ემოციური და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ მესიმ და მისმა ოჯახმა უნდა მიიღონ. როდესაც დიეგო მარადონა ჩვენთან მოვიდა, არავის სჯეროდა რომ ის მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებდა - ვიმედოვნებ მესიც ასე მოიქცევა. "ნუელსის" რომელი ფანი იტყვის უარს, რომ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელს მათი საყვარელი გუნდის მაისური ეცვას? მოთმინება გვმართებს, დრომ შესაძლოა ეს ყველაფერი რეალობად აქციოს", - აღნიშნა "ნიუელსის" ვიცე-პრეზიდენტმა.

სხვა სტატიები