Belive

მესის ერთსიტყვიანი პასუხი მოსკოვის სპარტაკს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"სპარტაკმა" ტვიტერზე გამოაქვეყნა მიმოწერა ბარსელონას არგენტინელ სუპერვარსკვლავ ლეო მესისთან. შესაძლოა ეს მიმოწერა მხოლოდ საახალწლო ხუმრობაა, მაგრამ ვინ იცის. ნებისმიერ შემთხვევაში 6-გზის "ოქროს ბურთის" მფლობელმა, რომელსაც უკვე შეუძლია მოლაპარაკებების წარმოება სხვა კლუბებთან, ძალიან სწრაფად უპასუხა. როგორც ჩანს, "სპარტაკის" პრეს-სამსახური მხიარულად ატარებს საახალწლო არდადეგებს. 2 იანვარს რუსული კლუბის ტვიტერზე დაიდო ლეო მესისთან მიმოწერის (ფეიკი?) სქრინი. აი, როგორ წარიმართა საუბარი ლეო მესისა და რუსეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს შორის: - გამარჯობა, ლეო!  - არა, - მოსმენაც კი არ უფიქრია არგენტინელს.
 
ტვიტს ერთადერთი სიტყვა მიაწერეს "ტკივილი". მესის კონტრაქტის ვადა 2021 წლის ივნისში იწურება, პირველი იანვრიდან ლეოს უფლება აქვს აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა კლუბებთან. შესაძლოა, ამ მიმოწერის გამოქვეყნებით რუსულმა კლუბმა საკუთარ თავზე იხუმრა - ყველასთვის გასაგებია, რომ "ბარსელონას" ლეგენდარული ათიანი რუსულ კლუბში გადასვლას არც კი განიხილავდა.  

სხვა სტატიები