Belive

მესის ჯარიმების რეალიზაციის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეო მესიმ გუშინ "ბეტისთან" მოგებულ მატჩში (4:1) მორიგი საუცხოო მატჩი ჩაატარა და კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა. ინგლუსურის ESPN-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, არგენტინელ ფეხბურთელს მსოფლიოში ჯარიმების რეალიზაციის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ლეომ კარიერაში 330 საჯარიმოდან 28-ს გატანა მოახერხა და გამოყენებული დარტყმების 8.5%-ით პირველია. მეორე ადგილზეა რონალდინიო, რომლის 205 ცდიდან 15 იყო ზუსტი - 7.3%. მე-3 პოზიციაზე "იუვენტუსის" ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუა, რომელმაც 310-ჯერ დაარტყა და 19 გამოიყენა - 6.1%. მეოთხეა ყოფილი ბრაზილიელი მარცხენა მცველი, რობერტო კარლოსი - 382-დან 16 (4.2%)

სხვა სტატიები