Belive

"მესის კონტრაქტში არსებული ციფრები შოკისმომგვრელია",- ესპანეთის კულტურისა და სპორტის მინისტრი

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ესპანეთის კულტურისა და სპორტის მინისტრმა ხოსე მანუელ ურიბესმა ლეო მესის კონტრაქტის შესახებ გააკეთა კომენტარი. მინისტრი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებაში არსებული ციფრები განუზომელი და შოკისმომგვრელია. მესისა და "ბარსელონას" შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით კონტრაქტის საერთო ღირებულება  555 237 619 მილიონი ევროა. ესპანურმა გამოცემა El Mundo-მ მესისა და “ბარსელონას” შორის 2017 წელს გაფორმებული კონტრაქტის დეტალები გაასაჯაროვა. ესპანური გამოცემის მიხედვით, მესისა და “ბარსელონას” შორის გაფორმებული კონტრაქტით, რომელიც 2021 წლის ზაფხულში იწურება, არგენტინელმა სუპერვარკვლავმა ჯამში 555 237 619 მილიონი ევრო უნდა მიიღოს. El Mundo-ს მტკიცებით, კონტრაქტის მიხედვით ლეო მესი სეზონში 138 მილიონ ევროს გამოიმუშავებს (ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსები). კონტრაქტში კიდევ ორი მნიშვნელოვანი პუნქტია: 115,225,000 ევრო კონტრაქტის გაფორმებისთვის და 77,929,955 ევრო კლუბის ერთგულებისთვის. მესის კონტრაქტთან დაკავშირებით ესპანეთის კულტურისა და სპორტის მინისტრმა განაცხადა: 
" მესის კონტრაქტში არსებული განუზომელი ციფრები შოკისმომგვრელია. ფეხბურთში არსებულ უზარმაზარ ხელფასებს დიდი ხნის ისტორია აქვს და არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ ზოგადად მთლიანად მსოფლიოში, მაგრამ ახლა, იმის ფონზე, როცა ხალხი კრიზისის გამო რთულ სიტუაციაში იმყოფება, ფეხბურთელების ამხელა შემოსავლები კიდევ უფრო შემაცბუნებელია. ანაზღაურებების შემცირება ჩემზე არაა დამოკიდებული, ჩვენ კაპიტალიზმში ვცხოვრობთ".
შეგახსენებთ, რომ არგენტინელის სუპერვარსკვლავის მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

სხვა სტატიები