Belive

მესის მამა და აგენტი - რთულია იმის თქმა, რომ მესი ბარსელონაში დარჩება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მომდევნო ნაბიჯის გადასადგმელად, "მანჩესტერ სიტის" მესვეურები "ბარსელონასა" და მესის მამას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულებას ელოდებიან. არგენტინელი სუპერვარსკვლავის მამამ, რომელიც ამავდროულად მისი აგენტიცაა, "ქალაქელთათვის" დამაიმედებელი განცხადება გააკეთა. უფროსი მესის მტკიცებით, რთულია იმის თქმა, რომ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი "ბარსელონაში" დარჩება. ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, დარჩება თუ არა არგენტინელი სუპერვარსკვლავი "ბარსელონაში"? უფროსმა მესიმ საინტერესო პასუხი გასცა: "არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. რთულია იმის თქმა, რომ მესი "ბარსელონაში" დარჩება. შეგახსენებთ, ლეო მესის ტრანსფერთან დაკავშირებით სპეკულაციები არ წყდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ €700 მილიონიანი გამოსასყიდი თანხა კონტრაქტის უკანასკნელ წელზე არ ვრცელდება - თუმცა "ბარსელონას" წარმომადგენლები საპირისპიროს ამტკიცებენ და მხოლოდ აღნიშნული თანხის სანაცვლოდ აპირებენ მასთან განშორებას.

სხვა სტატიები