Belive

საფეხბურთო სრულყოფილება - ლეო მესის მიერ საჯარიმოს გარედან გატანილი გოლები

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" ვარსკვლავს - ლეო მესის, კარიერაში 724 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის 126 საჯარიმოს გარედან. ეს საოცარი სტატისტიკა კიდევ ერთხელ გაამყარა "ალავესთან" ლეო მესის გატანილმა ორმა ულამაზესმა გოლმა, რომელიც ლეო მესიმ საჯარიმოს გარედან გაიტანა. ლეო მესის გოლები "ალავესის" წინააღმდეგ: პირველი გოლი , მეორე გოლი ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გოლების შედარება საჯარიმოს გარედან

ლეო მესიმ ლა ლიგის გასულ ტურში "ალავესს" ორი გოლი გაუტანა საჯარიმოს გარედან. პირველ გოლზე მან ბურთი მიიღო, მეტოქე მოატყუა და საჯარიმოს გარედან ულამაზესი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმშიც ანალოგიური რამ მოხდა, როდესაც კვლავ შორეული დარტყმით აიღო "ალავესის" მეკარის კარი. გოლი მარჯვენა ფეხით, მარცხენა ფეხით, საჯარიმო დარტყმებით, თავბრუდამხვევი მოჭრილი დარტყმები და "ცხრიანში" გატანილი გოლები - ეს იმ სიის არასრული ჩამონათვალია, რაც მესის საუკეთესოდ გამოსდის.

სხვა სტატიები