Belive

მესის მორიგი ისტორიული მიღწევა ლა ლიგაში

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 25-ე ტურში კატალონიის "ბარსელონა" "სევილიას" ესტუმრა და ანგარიშით 0:2 გაიმარჯვა. მატჩის 85-ე წუთზე "ბარსელონას" უპირატესობა ორამდე გაიზარდა, როდესაც ლეო მესიმ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ამ გოლით არგენტინელი ვარსკვლავი ლა ლიგის ისტორიაში კიდევ ერთხელ, დიდებული მიღწევით შევიდა. ამ გატანილი გოლით, ლეო მესი გახდა ლა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთმა ფეხბურთელმა, ერთ კონკრეტულ გუნდს (ამ შემთხვევაში "სევილიას") 30+ გოლი გაუტანა. ყველა ტურნირზე ერთად, ლეო მესის "სევილიას" წინააღმდეგ 38 გოლი და 19 საგოლე გადაცემა აქვს მოგროვებული.  

სხვა სტატიები