Belive

მესის ოჯახის მოთხოვნა - ბარსელონა ახალ კონტრაქტზე მუშაობას იწყებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Წამყვანი ესპანური გამოცემა Marca იუწყება, რომ მიმდინარე თვეში "ბარსელონა" ლიონელ მესის კონტრაქტის საქმეს ხელს სერიოზულად მოკიდებს. უდიდესი ალბათობით, მოლაპარაკებები მომდევნო კვირაში დაიწყება და მხარეები ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, უშუალოდ ხელშეკრულების ოფიციალურად გახანგრძლივება კი უკვე შემდეგ სეზონში იგეგმება. Კატალონიურ მახარეს კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ და აღმასრულებელი დირექტორი ოსკარ გრაუ წარმოადგენენ, ხოლო 6 ოქროს ბურთის მფლობელის ინტერესებს მამამისი ხორხე დაიცავს. Არგენტინული მხარის მთავარი მოთხოვნა არის, რომ მათ ნებისმიერი სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტის გაწყვეტის უფლება ჰქონდეთ. Საფეხბურთო სეზონის შეწყვეტამდე, მესიმ ყველა ტურნირზე 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 24 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამჟამად, Მცირე ტრავმის გამო ლეო ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

სხვა სტატიები