Belive

მესის ფენომენალური შედეგი!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შაბათს, 8 დეკემბერს, კატალონიურ დერბიში "ბარსელონამ" ესპანიოლი ანგარიშით 4:0 დაამარცხა, ლიონელ მესიმ კი მოწინააღმდეგეს 2 ჯარიმა გაუტანა. მესის ჩვენი გაკვირვება არც აქამდე უჭირდა, ახლა კი მან ჯარიმების სტატისტიკითაც გაგვაოცა. არგენტინელმა ვარსკვლავმა, ამ სეზონში საჯარიმო დარტყმიდან 4 გოლი გაიტანა, შარშან 8, ჯამში კი ბოლო 4 წელიწადში ჯარიმის ნიშნულიდან 19 გოლი დაუგროვდა. აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით იგი არამარტო ფეხბურთელებს, არამედ გუნდებსაც კი უსწრებს. კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსს" 4 წლის განმავლობაში სულ 18 ჯარიმა აქვს გატანილი, პორტუგალიელი ვარსკვლავის ყოფილ გუნდ "რეალს" კი სულ რაღაც 14. თუმცა აღსანიშნავია, რომ კარიერის განმავლობაში მესიზე მეტი ჯარიმა რონალდუს აქვს გატანილი, არგენტინელის ანგარიშზე 44, ხოლო პორტუგალიელის ანგარიშზე 53 ჯარიმაა.

სხვა სტატიები