Belive

მესის ფენომენალური სტატისტიკა 6-12 წლის ასაკში

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

სოციალურ ქსელებში 6 წლის ლეო მესის თამაშის ამსახველი კადრები გავრცელდა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი, ფენომენალურ შესაძლებლობებს 6 წლის ასაკშიც ავლენდა და მოწინააღმდეგეს დიდ თავსატეხს უჩენდა - 25 წლის შემდეგაც კი მესის სათამაშო სტილი დიდად არ შეცვლილა. ლეო მესის საფეხბურთო კარიერა 1994 წელს "ნიუელსის" რიგებში დაიწყო. მესი 2000 წლამდე "ნიუელსის" ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც "ბარსელონას" შეუერთდა. გასაოცარი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა "ბარსელონას" მაისურით 634 გოლის გატანა შეძლო - სანაკრებო დონეზე მესის ანგარიშზე 70 გოლია, მაგრამ რამდენი გოლის გატანა შეძლო ლეო მესიმ 6-12 წლების ასაკში?

1994: "ნიუელსის" შემადგენლობაში გატარებულ პირველ წელს, 6 წლის მესიმ 29 მატჩში 40 გოლი გაიტანა. 1995: 30 შეხვედრაში გატანილი 35 გოლი. 1996: 8 წლის ასაკში, მესიმ 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 36 გოლი გაიტანა. 1997: 36 შეხვედრაში გატანილი 40 გოლი. 1998: 10 წლის ასაკში მესიმ 25 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა. 1999: "ნიუელსში" გატარებულ უკანასკნელ სეზონში 11 წლის ლეო მესიმ 29 მატჩში 55 გოლი გაიტანა. 1994-დან 1999 წლის ჩათვლით, "ნიუელსის" მაისურით ჩატარებულ 176 შეხვედრაში, მესიმ 234 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები