Belive

"მესის ყელში აქვს ამოსული საუბრები მისი მომავლის შესახებ", - ალფრედო მარტინესი

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლიონელ მესის მომავალი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა, მაგრამ როგორც ჩანს არგენტინელი ვარსკვლავი მის სამომავლო გეგმებზე მოლაპარაკებებმა უკვე საკმაოდ გადაღალა. სპეკულაციები ლეო მესის რომელიმე კლუბში გადასვლაზე სულ უფრო გააქტიურდება, ვინაიდან "ბარსელონასთან" კონტრაქტის ამოწურვის ვადა ძალიან მოახლოვდა.
"მესის ყელში აქვს ამოსული საუბრები მისი მომავლის შესახებ, ანუ იმ თემაზე, პარიზულ გრანდში გადავა თუ რომელიმე სხვა კლუბში" ”ამ ეტაპისთვის მას არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია თავისი მომავლის შესახებ”, - აცხადებს ჟურნალისტი ალფრედო მარტინესი.
ჯორდი ევოლთან ინტერვიუში მესიმ უკვე განმარტა, რომ ის სეზონის დასრულებას ელოდება და იქამდე არანაირი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ გეგმავს. მიუხედავად ამისა, არც ამ სიტყვებმა შეაჩერა ჭორები. ოთხშაბათს, "პსჟ"-ს ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ ფრანგული ტელეარხისთვის მიცემულ კომენტარში მესის სამომავლო კარიერაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა.
”საკმაოდ დიდი შანსია, რომ მესიმ კარიერა პსჟ-ში გააგრძელოს”, - აცხადებს დი მარიამ "Canal+"-სთან.
აღნიშნულზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა რონალდ კუმანმა, რომელიც აღშფოთებულია პარიზელების მსგავსი ქმედებებით. ესპანელებმა ფრანგებს თხოვნით მიმართეს, რომ გამოეჩინათ პატივისცემა და მესის შესახებ მითქმა-მოთქმა დროებით მაინც შეეჩერებინათ, თუმცა ზემოაღნიშნულით მტკიცდება, რომ ეს ასე არ ხდება. ცნობისთვის, 16 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით კატალონიური კლუბი 1/8-ფინალური დაპირისპირების პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე პარიზელებს უმასპინძლებს.    

სხვა სტატიები