Belive

მესის სანაკრებო დისკვალიფიკაცია დასრულდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია ადასტურებს, რომ არგენტინის ნაკრების კაპიტნის, ლიონელ მესის დისკვალიფიკაციის ვადა ნაკრებში ამოიწურა.

  არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის საიტი იუწყება, რომ კლაუდიო ტაპიამ ოფიციალური მოთხოვნა გაგზავნა კონმებოლში (საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთს და სამხრეთ ამერიკული ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს).   ორგანიზაციაში დაადასტურეს, რომ 33 წლის მესის განაცხადში შეყვანა უკვე შესაძლებელია ნაკრების უახლოეს ოფიციალურ მატჩში, რადგან მისი დისკვალიფიკაციის ვადა ამოიწურა.   არგენტინელმა დისკვალიფიკაცია 2019 წლის ამერიკის თასზე მიიღო წითელი ბარათის წყალობით ერთ-ერთ შეხვედრაში, შემდეგ კი კონმებოლში კორუფციის არსებობის შესახებ განაცხადა.   2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში 8 ოქტომბერს არგენტინა ეკვადორს შეხვდება.

სხვა სტატიები