Belive

მესის ეფექტი - რეკორდები, რომელიც მესის გუნდიდან წასვლის განცხადებას მოჰყვა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
25 აგვისტოს, მსოფლიო ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო სპორტსმენმა - ლეო მესი, "ბარსელონას" ხელმძღვანელობას კლუბიდან წასვლის თაობაზე შეატყობინა. მას აღარ სურს დარჩენილი დრო კატალონიურ კლუბში გაატაროს. მის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში სრული აურზაური მოჰყვა. განცხადების შემდეგ ლეო მესიმ "ინსტაგრამ" რეკორდი დაამყარა, ასევე კარგად გამოჩნდა, თუ რამხელა ფასი აქვს მის სიტყვას.
  • მოიხსნა ინსტაგრამის ყველა დროის რეკორდი - 3 საათში არგენტინელ ვარსკვლავს 2 მილიონი გამომწერი მოემატა
  • ყველა სოციალურ ქსელში - "მესი" ყველაზე ძებნადი სიტყვაა
  • თითქმის ყველა სპორტის სახეობის გვერდი და წარმომადგენელი გამოეხმაურა მესის "ბარსელონადან" წასვლას
  • გულშემატკივრები "ბარსელონას" შტაბბინასთან მივიდნენ და პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს
  • მესის "ბარსელონაში" დარჩენის გამო, კლუბის რამდენიმე ოფიციალური პირი მზად არის, რომ დატოვონ თანამდებობა

სხვა სტატიები