Belive

მესის სტატისტიკა ინგლისური კლუბების წინააღმდეგ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" მასპინძლობს. ესპანელთა კაპიტანი, ლიონელ მესი საოცარ ფორმაშია და ის, რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში იქნება. საინტერესოა მესის სტატისტიკა ინგლისური კლუბების წინააღმდეგ. კარიერის სტარტზე არგენტინელი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბებთან არც ისე წარმატებით თამაშობდა, თუმცა დროთა განმავლობაში მან ბურთების გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება დაიწყო. ლიონელ მესის ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ჩატარებული აქვს 30 მატჩი. გატანილი აქვს 22 ბურთი, გაკეთებული აქვს 6 საგოლე გადაცემა. ყველაზე მეტი მატჩი მესიმ "ჩელსის" წინააღმდეგ ჩაატარა. მან "არისტოკრატებთან" 10-ჯერ ითამაშა. გაიტანა 3 ბურთი, ხოლო 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. მესისთვის საყვარელი ინგლისური კლუბი "არსენალია". "მეთოფეებს" 6 შეხვედრაში 9 ბურთი გაუტანა. რაც შეეხება "ბარსელონას" დღევანდელ მეტოქეს, მესიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ 4-ჯერ ითამაშა და 2 ბურთი გაუტანა. ორივე გოლის გატანა ლეომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეძლო. 2009 და 2011 წლებში მესიმ ვან დერ საარის კარის დალაშქვრა მოახერხა. არგენტინელ ფეხბურთელს ბურთების გატანა "სიტის" წინააღმდეგაც უყვარს.

სხვა სტატიები