Belive

მესის სურს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის თასი ქომაგებს პსჟ-ს სტადიონზე უჩვენოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პსჟ-ის'' შემტევმა, ლეო მესიმ, პარიზულ კლუბს სთხოვა, რომ ,,პარკ დე პრენსზე'', გულშემატკივრების წინაშე, მსოფლიო ჩემპიონატის თასით წარდგენის საშუალება მისცეს. ინფორმაცია Goal.com-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფრანგულ გუნდში დარწმუნებულები არ არიან, რომ არგენტინტელს ამის უფლებას მისცემენ.

მთავარი პრობლემა ის არის, რომ არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ფინალში სწორედ საფრანგეთი დაამარცხა და თანაც, ფინალში ჰეთ-თრიკი ,,პარი სენ ჟერმენის'' კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, კილიან მბაპემ, შეასრულა.

,,პსჟ'' ლიგა 1-ს ხუთშაბათს, 29 დეკემბერს, ,,სტრასბურთან'' საშინაო შეხვედრით განაახლებს.

სხვა სტატიები