Belive

"მესის თავგადასავალი ბარსაში არ დამთავრებულა" - ჟოან ლაპორტა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა იმედოვნებს, რომ ლიონელ მესისა და კატალონიური კლუბის ურთიერთობა არ დასრულებულა.
"მესი ყველაფერი იყო. "ბარსელონას" ისტორიაში ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე იყო, თუმცა, ჩვენ იძულებულნი ვიყავით მივგვეღო ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ. იმედი მაქვს, რომ მესის თავგადასავალი "ბარსაში" არ დასრულებულა. როგორც პრეზიდენტმა მე ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მასთან ვალში ვარ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდეს და ის ფაქტი, რომ მესი "ბარელონაში" არ თამაშობს უნდა გამოსწორდეს."
მესისა და "ბარსელონას" 17 წლიანი ურთიერთობის დასრულება კატალონიური კლუბის მძიმე ფინანსურმა მდგომარეობამ განაპირობა. გასული სეზონის წინ, არგენტინელი ფეხბურთელი "პარი სენ-ჟერმენს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მესიმ ლიგა 1-ის 26 მატჩში 6 გოლი და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა, ნამდვილად არაა საამაყო მაჩვენებელი ოქროს ბურთის შვიდგზის გამარჯვებულისთვის. "ბარსელონასთვის" კი ლიონელის წასვლა მძიმე დარტყმა აღმოჩნდა. მათ სეზონი ტიტულის გარეშე დაასრულეს და ლა ლიგაში ჩემპიონ "რეალსაც" 13 ქულით ჩამორჩნენ. "ბარსამ" ამ ზაფხულს უკვე შეასრულა რამდენიმე საუცხოო შენაძენი შემტევ პოზიციებზე, მათ სუპერვარსკვლავი რობერტ ლევანდოვსკი და პერსპექტიული გარემარბი რაფინია დაიმატეს. არგენტინელ სუპერვარსკვლავს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთ წელს აკავშირებს. არის ვარაუდი, რომ შესაძლოა მესი MLS-ის "ინტერ მაიამიში" გადავიდეს, მას შემდეგ, რაც მისი კონტრაქტი "პარი სენ-ჟერმენთან" ამოიწურება. არავინ იცის, როგორ გაგრძელდება ლეოს კარიერა, თუმცა მისი "ბარსაში" დაბრუნება ზღაპრის კეთილი დასასრული ნამდვილად იქნება.    

სხვა სტატიები