Belive

მესის თქმით, საფრანგეთსა და ბრაზილიას მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე დიდი მოგების შანსი აქვთ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

RMC Sport-თან საუბრისას, "პარი სენ-ჟერმენის" 35 წლის სუპერვარსკვლავმა ინგლისი, გერმანიასა და ესპანეთთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტებში დაასახელა.

თუმცა, მესი თვლის, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი და ბრაზილია ტიტულის მოპოვების მთავარი კანდიდატები არიან.

მესის თვალი უჭირავს მსოფლიო ჩემპიონატის თასზე, რომელიც დიდი ალბათობით, მის კარიერაში ბოლო იქნება. რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები ცუდი თამაშის შემდეგ, არგენტინა საკმაოდ მოძლიერდა და "ალბისელესტემ" 2021 წელს კოპა ამერიკის მოგებაც შეძლო.

სამხრეთ ამერიკის ჩემპიონები მსოფლიო ჩემპიონატზე, მათ პირველ შეხვედრას საუდის არაბეთის წინააღმდეგ, 22 ნოემბერს გამართავენ.

სხვა სტატიები