Belive

მესის წმინდა გიორგის ჯვარს გადასცემენ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი, წმინდა გიორგის ჯვარს (Creu de Sant Jordi) მიიღებს, რომელიც კატალონიაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება. აღნიშნულ ჯილდოს 1981 წლიდან ანიჭებენ ადამიანებს, რომლებმაც ესპანური საზოგადოების ყოფაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. კლუბის ოფიციალურ საიტზე წერია, რომ მესიმ აღიარება საფეხბურთო კარიერის გამო მიიღო. ის მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. არგენტინიდან კატალონიაში სულ პატარა ჩამოვიდა. მესი თავის თავში აერთიანებს სამართლიანობას, კრეატიულობას, გუნდურ სულსა და პატივისცემას. ლიონელ მესი ისტორიაში მხოლოდ მეორე ფეხბურთელია, რომელიც აღნიშნულ ჯილდოს მიიღებს. 2006 წელს წმინდა გიორგის ჯვარი იოჰან კრუიფმა მიიღო. "ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი მიმდინარე სეზონში საოცრად გამოიყურება. არგენტინელმა "ბარსელონას" მაისურით 45 მატჩში 46 ბურთი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა გააკეთა. 
Creu_de_Sant_Jordi_2007

სხვა სტატიები