Belive

მესისა და გრიზმანია ფენომენალური სტატისტიკა მიმდინარე სეზონში

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" ლიდერები, ანტუან გრიზმანი და ლიონელ მესი კარგ სეზონს ატარებენ. ამაზე მათი სტატისტიკაც მეტყველებს.  "ატლეტიკომ" მიმდინარე სეზონში 46 ბურთი გაიტანა. აქედან 14 გოლი ანტუან გრიზმანის ანგარიშზეა. შესაბამისად, მადრიდელთა გატანილი ბურთების 30% სწორედ ფრანგ თავდამსხმელზე მოდის. რაც შეეხება "ბარსელონასა" და ლიონელ მესის, აგენტინელმა მიმდინარე სეზონში 23 ბურთის გატანა შეძლო, ხოლო გუნდს 70 ბურთი აქვს გატანილი. მესის შედეგი "ბარსას" გოლების 30%-ზე მეტია.

სხვა სტატიები