Belive

მესისა და რონალდუს შესაძლებლობები ბელგიელმა მეცნიერებმა შეადარეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიურმა კვლევითმა ცენტრმა შექმნა მოდელი იმის გასარკვევად, თუ რომელი ფეხბურთელი ახდენს თამაშზე ყველაზე დიდ გავლენას. კვლევის მიხედვით, პირველ ადგილზე "ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი გავიდა. კვლევა 5 წლის განმავლობაში, 2013-2018 წლებში ტარდებოდა. შედეგად დადგინდა, რომ მესი თამაშში, საშუალოდ, 1.21 გოლს ქმნის. შედარებისთვის, კრიშტიანუ რონალდუს მაჩვენებელი 2-ჯერ მცირეა. თამაშში საშუალოდ 0.61 გოლი.
"ფეხბურთელის მნიშვნელობას, ხშირად, გოლები და საგოლე გადაცემები განსაზღვრავს. თუმცა, გოლი იშვიათობაა, მაგრამ თამაშში ჩვენ დაახლოებით 1600 მოქმედებას ვხედავთ. ჩვენი მოდელი ყველა ამ მოქმედებას აანალიზებს: დარტყმები, გადაცემები, დრიბლინგი. პირველ სეზონებში, მესისა და რონალდუს მაჩვენებელი თითქმის თანაბარი იყო, მაგრამ 2015/16 წლების სეზონიდან მესიმ მეტოქეს გაცილებით აჯობა. ფეხბურთელების უმრავლესობაში ერთ საერთო ტრენდს ვხედავთ. ისინი ბევრ ნაკლებად მნიშვნელოვან ქმედებას სჩადიან. მეორეს მხრივ, არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც ბურთს იშვიათად ეხებიან, მაგრამ თამაშზე დიდ გავლენას ახდენენ. ეს ძირითადად, თავდამსხმელებს ახასიათებთ. მაგალითად, ჰარი კეინი, მოჰამედ სალაჰი, კრიშტიანუ რონალდუ. მესი განსაკუთრებულია. ის ძალიან დიდი რაოდენობის ქმედებაშია ჩართული და ახერხებს, რომ ეს ქმედებები მაღალი შედეგის მომტანი იყოს" - განაცხადეს მეცნიერებმა.
   

სხვა სტატიები