Belive

მესისა და სუარესის დაუჯერებელი და საინტერესო სტატისტიკა ლა ლიგაში

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
23 თებერვალს, ლა ლიგის 25-ე ტურის მატჩები გაიმართა, სადაც ტურის ცენტრალური მატჩი ანდალუზიაში, კერძოდ კი რამოს სანჩეს პისხუანის სტადონზე შედგა, სადაც "სევილიამ" "ბარსელონას" უმასპინძლა და 2:4 დამარცხდა. კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა ლეო მესიმ, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. მესიმ და სუარესმა დღევანდელი გატანილი გოლებით საოცარი სტატისტიკა დააფიქსირეს. ლეო მესისა და ლუის სუარეზს ლა ლიგაში ჯამში 41 გოლი აქვთ გატანილი. 25 მესის, ხოლო 16 სუარესს. ძალიან საინტერესოა ის ამბავი, რომ 41 გოლი ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ მადრიდის "რეალს" აქვს გატანილი. ლეო მესისა და სუარესს ლა ლიგაში ჯამში ერთად იმაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი, ვიდრე ლა ლიგის 18 კლუბს (მადრიდის რეალისა და ბარსელონას გარდა).

სხვა სტატიები