Belive

მესისთვის ბრძოლაში პარიზული გრანდი ერთვება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სპორტულ პრესაში ამჟამად ყველაზე აქტუალური თემა ცხადია, ლეო მესის შესაძლო ტრანსფერია. არგენტინელმა ფეხბურთელმა კატალონიურ კლუბს რამდენიმე დღის წინ აუწყა მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ. გავლენიანი უცხოური მედიაგამოცემები აქტიურად იწერებიან მესის შესაძლო ტრანსფერის შესახებ და მის მომავალს არაერთ კლუბს უკავშირებენ, მათზე დაყრდნობით კი ყველაზე რეალურად არგენტინელის ტრანსფერი "მანჩესტერ სიტიში" მოსჩანს. ამჟამად Ole-ს ცნობით გამოირკვა, რომ ლიონელის გადასაბირებლად პარიზული გრანდიც შეეცდება მანჩესტერელებისათვის კონკურენციის გაწევას. "პსჟ"-ს მთავარი მიზანი ნეიმარის შენარჩუნებასთან ერთად მესის გადმობირებაც გახდა. პარიზული გუნდის მესვეურები უკვე მუშაობენ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელისათვის შესათავაზებელ სატრანსფერო დეტალებზე. აქვე გეტყვით, რომ მესის "ბარსელონადან" წასვლის თაობაზე გაჟღერებული ინფორმაციის შემდეგ სპორტულ მედიაში დაიწერა, რომ შესაძლოა ესპანურმა კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 700 მილიონი ევრო მოითხოვოს.

სხვა სტატიები