Belive

მესუთ იოზილი - ერთ-ერთი ყველაზე ქველმოქმედი ფეხბურთელი საფეხბურთო სამყაროში

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

კორონავირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო, “არსენალმა” კლუბის თილისმა გაათავისუფლა. მასკოტი, რომელიც “მეთოფეებს” 27 წლის წინ, ანუ გუნდში არსენ ვენგერის მისვლამდე შეუერთდა, სამსახურის გარეშე დარჩა. აღნიშნული ფაქტით შეწუხებულმა იოზილმა გამოთქვა ინიციატივა, რომ მასკოტის ანაზღაურება საკუთარი ჯიბიდან იქამდე გადაიხადოს, სანამ მესუთი “არსენალის” ფეხბურთელი იქნება. იოზილისგან, რომელსაც მიმდინარე სეზონში "არსენალის" რიგებში არ უასპარეზია ნამდვილად დასაფასებელი საქციელია.

იოზილის ქველმოქმედება ბრიტანელ ჟურნალისტებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ. givemesport.com-ზე საკმაოდ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც იოზილის სამაგალითო და მისაბაძი საქმეები დაწვრილებითაა აღწერილი.

1000 ბავშვისთვის სხვადასხვა სახის ოპერაციის დაფინანსება 

2019 წლის ივნისში, ქორწინების წინ იოზილმა და მისმა საცოლემ განაცხადეს, რომ 1000 ბავშვს სხვადასხვა სახის ოპერაციას დაუფინანსებდნენ.

კენიელ ბავშვს, რომელსაც იოზილის მაისურის რეპლიკა ეცვა საკუთარი მაისური გაუგზავნა 

2018 წლის დეკემბერში, კენიელი ბავშვი - ლოურენს უენტი სოციალურ ქსელებში უსაზღროდ პოპულარული გახდა. ლოუერნსს სახლში დამზადებული იოზილის მაისური ეცვა. იოზილმა ლოურენსს და მის ძმას საკუთარი მაისურები გაუგზავნა.

დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გადარიცხა მსოფლიო ჩემპიონატზე გამომუშავებული ბონუსი

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იოზილმა £240.000 გამოიმუშავა. დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "არსენალის" ვარსკვლავმა თანხა სრულად გადარიცხა.
690

მძიმედ დაავადებული გულშემატკივარი "არსენალის" მატჩზე დაპატიჟა

2020 წლის თებერვალში, იოზილმა "არსენალის" 17-წლის ფანი მატჩზე დაპატიჟა.

რამადანის დროს, £80.000 შემოწირულობა გაიღო

მიმდინარე წლის მაისში, იოზილმა £80.000-ზე მეტი შემოწირულობა გაიღო, რათა რამადანის დროს დაახლოებით 16.000 მომლოცველი დაეპურებინათ.

მატჩის შემდეგ "არსენალის" პატარა გულშემატკივარს საკუთარი მაისური უსახსოვრა 

2018 წელს, იოზილმა "არსენალის" პატარა გულშემატკივარს ოცნება აუხდინა და საკუთარი მაისური უსახსოვრა.
 
View this post on Instagram
 

WHO SAYS DREAMS DON’T COME TRUE? So good from you, @m10_official 😊👏 #WeveGotOzil #Arsenal #ICC2018 #Ozil

A post shared by Arsenal Official (@arsenal) on

დაუკავშირდა "არსენალის" ფანს, რომელმაც ქორწილში სიტყვით გამოსვლის დროს იოზილი ახსენა

საქორწინო ცერემონიალზე, სიტყვით გამოსვლის დროს, "არსენალის" ფანმა მესუთ იოზილის სადღეგრძელო შესვა. "მეთოფეების" ვარსკვლავი ფანს დაუკავშირდა, მადლობა გადაუხადა და დაოჯახება მიულოცა. იოზილმა ფანი "არსენალის" მატჩზეც დაპატიჟა.

ბავშვს მოულოდნელად ესტუმრა სკოლაში

"არსენალის" პატარა გულშემატკივარს მესუთ იოზილი სკოლაში ესტუმრა.

სხვა სტატიები