Belive

მესუთ იოზილი: "წავიდოდი თუ არა ტოტენჰემში?"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა Twitter-ზე გამომწერების შეკითხვებს უპასუხა. გერმანელმა ფეხბურთელმა "მეთოფეების" მთავარი მეტოქის "ტოტენჰემის" შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა. "არჩევანი რომ გქონდეს, ტოტენჰემში ითამაშებ ან პენსიაზე გადახვალ?" - გამომწერი; "ტიტულების მოგება რომ არ მდომოდა, მაშინ ნამდვილად იქ წავიდოდი" - იოზილი. 31 წლის ფეხბურთელი ლონდონელებს 2013 წლის სექტემბერში, 47 მილიონ ევროდ მადრიდის "რეალიდან" შეუერთდა და გუნდის მაისური 254 შეხვედრაში მოირგო. ამ პერიოდში მან 44 გოლი გაიტანა და 77 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი კონტრაქტი "არსენალთან" კიდევ 1 სეზონით მოქმედებს.

სხვა სტატიები