Belive

მეთერთმეტედ ისტორიაში - ატლეტიკო ესპანეთის ჩემპიონია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის ბოლო, 38-ე ტურში მადრიდის ,,ატლეტიკომ'' ,,ვალიადოლიდი'' სტუმრად 2:1 დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონატი ისტორიაში მეთერთმეტედ მოიგო. სიმეონეს გუნდი გასული ტურის მსგავსად, დღევანდელ შეხვედრაშიც მარცხდებოდა, თუმცა ,,როხიბლანკომ'' 3 ქულის მოპოვება ლუის სუარესის გოლით შეძლო, რომელმაც თავი 67-ე წუთზე გამოიჩინა. პარალელურად საკუთარი მატჩი მოიგო ,,რეალმა'' - ,,სამეფო გუნდმა'' შინ ,,ვილიარეალთან'' ბენზემასა და მოდრიჩის გოლებით 2:1 იმარჯვა. მადრიდელებმა ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავეს და ლიდერ ,,ატლეტიკოს'' 2 ქულით ჩამორჩნენ.



 

სხვა სტატიები