Belive

"მეტი პატივისცემა ჟოზეს" - მაურისიო სარიმ მოურინიო დაიცვა

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის, მაურუსიო სარის მოსაზრებით, უამრავი არაერთი მნიშვნელოვანი სამწვრთნელო წარმატების ფონზე, ჟოზე მოურინიო მეტ პატივისცემას იმსახურებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სარიმ განცხადება "მანჩესტერთან" შეხვედრის (2:2) შემდეგ გააკეთა. მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედს" არასახარბიელო შედეგები აქვს - პრემიერლიგაში ჩატარებულ 9 შეხვედრაში "წითელმა" ეშმაკებმა მხოლო 4 მატჩის მოგება შეძლეს, 2-ჯერ ფრე ითამაშეს და 3-ჯერ დამარცხდნენ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გუნდმა უკვე 16 გოლი გაუშვა - "მანჩესტერზე" უარესი შედეგი მხოლოდ "ჰადერსფილდს," "ფულჰემს," "კარდიფსა" და "ბარნლის" აქვთ.

ცუდი შედეგებიდან და გუნდში არსებული დაპირისპირებიდან გამომდინარე, მოურინიოს წასვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით ინგლისში სულ უფრო ხშირად საუბრობენ, თუმცა მაურისიო სარი სკეპტიკოსთა რიგებს არ განეკუთვნება: "ჩვენ ვსაუბრობთ მწვრთნელზე, რომელსაც ყველაფერი მოგებული აქვს. ვფიქრობ, ჟოზე ყველასგან მეტ პატივისცემას იმსახურებს. ის ძალიან კარგი მწვრთნელი და შესანიშნავი მენეჯერია. ორთვიანი ჩავარდნის გამო ჟოზე ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს", - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა. "ჩელსის" მწვრთნელმა ორ მანჩესტერულ გუნდთანაც გაავლო პარალელი და "იუნაიტედის" პოტენციალს ხაზი გაუსვა: "ამ ეტაპზე, "სიტი" როგორც გუნდი, უფრო ძლიერია. თუმცა თუკი ფეხბურთელებს ინდივიდუალურად შევადარებთ, "ოლდ ტრაფორდზე" უკეთესი ფეხბურთელები თამაშობენ", - განაცხადა მან.

სხვა სტატიები