Belive

მეტოქე, რომელსაც პირველად ვხვდებით: საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდი მიმდინარე წელს კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოს ეროვნული გუნდი 6 ივნისს, ნიდერლანდების ნაკლებს დაუპირისპირდება. საინტერესოა, რომ აღნიშნულ მეტოქეს "ჯვაროსნები" ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ნიდერლანდებში, "ტვენტეს" სტადიონზე, ენსხედეში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ვილი სანიოლის გუნდი შემდეგ შეხვედრას 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ, სტუმრად, ამხანაგურად გამართავს.

სხვა სტატიები