Belive

მეუღლეების კვალდაკვალ: ვარდი და რუნი ერთმანეთს არ დახმარებიან 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საინტერესოა, რომ ინგლისელ თავდამსხმელებს უეინ რუნის და ჯეიმი ვარდის, რომელთა მეუღლეებს შორისაც კონფლიქტია, ერთმანეთს არც საფეხბურთო მოედანზე ეწყობიან. როგორც ირკვევა, "მანჩესტერ იუნაიტედის" და "ევერტონის" ლეგენდას და "ლესტერის" ბომბარდირს ეროვნულ გუნდში თამაშისას ერთმანეთისთვის საგოლე პასი არ გაუკეთებიათ. ვარდიმ და რუნიმ ერთობლივად 4 საათისა და 22 წუთის განმავლობაში ითამაშეს, თუმცა ერთმანეთს საგოლე პასით არ დახმარებიან. რუნის მეუღლე რებეკამ ვარდის მეუღლე კოლინი Instagram-ის დახურული ანგარიშიდან ინფორმაციის მედია საშუალება The Sun-ისთვის მიწოდებაში დაადანაშაულა. 33 წლის რუნი "სამი ლომის" ღირსებას 2003-2018 წლებში იცავდა, ხოლო 32 წლის ვარდის ეროვნულ გუნდში დებიუტი 2015 წელს ჰქონდა, სადაც 3 წელიწადი გაატარა.

სხვა სტატიები