Belive

მიატოვიჩი: "ნეიმარი რეალს სწორედ იმას მისცემს, რაც გუნდს ძალიან აკლია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი, პრედრაგ მიატოვიჩი, რომელიც "შამეფო კლუბის" სპორტული დირექტორის პოსტს 2006-2009 წლებში იკავებდა, იმედს გამოთქვამს რომ ნეიმარი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მადრიდულ გრანდს შეუერთდება. "ძალიან მინდა რომ ნეიმარმა "რეალში" ითამაშოს. ჩემ აზრით, მას სწორედ ის გააჩნია, რაც დღეს "რეალს" აკლია. ნეიმარის დამატებით, გუნდი შეძლებს "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" ღირსეული კონკურენცია გაუწიოს და პარალელურად, ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ტრიუმფისთვის იბრძოლოს," განაცხადა მიატოვიჩმა. "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელის, ტომაშ ტუხელის განცხადებით, ნეიმარი მისი გუნდის უმნიშვნელოვანესი ნაწილია: "გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, შესანიშნავად იცის, რომ ნეიმარის შენარჩუნება მსურს. საჭიროა რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს და ბრაზილიელმა კვლავ ჩვენს გუნდში ითამაშოს," განაცხადა ტუხელმა.    

სხვა სტატიები