მიკელ არტეტა: “გულდაწყვეტილი ვარ”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

“გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ ტესტი მაშინვე გავიკეთე, როგორც კი თავი შეუძლოდ ვიგრძენი. იმედი მაქვს, მალე გამოვჯანმრთელდები და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდები”,-თქვა ახალბედა ესპანელმა სპეციალისტმა

მას მერე, რაც არტეტას COVID19-ით ინფიცირების ფაქტი დაუდასტურდა, “მეთოფეები” სრული შემადგენლობით თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტის” და “ევერტონის” მიერ კარანტინის გამოცხადების შემდეგ, პრემიეელიგა 3 აპრილამდე შეწყდა.

(8)

მიკელ არტეტა: “გულდაწყვეტილი ვარ”

სტატიის ავტორი
-