Belive

მიკელ არტეტა: "ლივერპულის და კლოპის მოდელი უნდა გავიმეოროთ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალის" მთავარ მწვრთნელს მიკელ არტეტას იმედი აქვს, რომ მისი გუნდი იგივე წარმატების გამეორებას შეძლებს, რომელსაც "ლივერპულმა" და იურგენ კლოპთან ერთად მიაღწიეს, თუმცა ამისთვის საკუთარ სათამაშო სტილს და ფინანსურ შესაძლებლობებს გამოიყენებს. "ლივერპულს" გუნდის ძლიერების აღდგენისათვის, ახალი კულტურის შესაქმნელად, ახალი სათამაშო ფილოსოფიის ჩამოსაყალიბებლად, გამართული თამაშის მოდელის დასახვეწად და წარმატების მისაღწევად გარკვეული დრო დასჭირდა. ამ მიზნების მისაღწევად ისინი ახალ მწვრთნელს ენდნენ. "ლივერპულის" მიერ შეძენილ თითოეულ ფეხბურთელს საკუთარ პოზიციაზე ძალიან დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. ამ გუნდის ჩამოყალიბებას ბევრი დაკვირვება, სწორი მოთამაშეების შერჩევა და დიდი შრომა დასჭირდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ფინანსური მხარდაჭერა, რომლის გარეშე წარმატების მიღწევა ძალიან ძნელი იქნებოდა.  ჩვენ რესურსების თვალსაზრისით უფრო შეზღუდულები ვართ, მაგრამ მიზანი იგივე გვაქვს, ჩვენ გვსურს, რომ "ლივერპულის" მიერ ნაჩვენებ შედეგებზე მიღებული მაგალითით შევქმნათ სრულიად ახალი გუნდი", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა "ლივერპულთან" მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე. "არსენალი" და "ლივერპული" ერთმანეთს 15 ივლისს, ლონდონში დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები