მიკელ არტეტა: “ობამეიანგმა არსენალის უნდა დაიჯეროს და მთავარი ფიგურა გახდება” 

არსენალის მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ პიერ-ემერიკ ობამეიანგის კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

“ვფიქრობ, ჩვენი მოვალეობაა, მას ვაგრძნობინოთ, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება მისი კარიერისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ის “არსენალის” მადლობელი უნდა იყოს და სჯეროდეს ამ კლუბის წარმატების და ამის გამო იგი გუნდის მთავარი ფიგურა გახდება.

მე კმაყოფილი ვარ პიერ-ემერიკის საქციელით, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვიცი, რომ კლუბში ობამიანგი ბედნიერია. ჩვენ, მის ოჯახთან და აგენტთან ბევრი ვისაუბრეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მხარისთვის დამაკმაყოფილებელ გამოსავალს მოვძებნით”, – თქვა ახალბედა ესპანელმა სპეციალისტმა.

30 წლის თავდამსხმელი “მეთოფეებს” 2018 წლის იანვარში შეუერთდა და მას მერე 97 შეხვედრაში 61 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

(16)

მიკელ არტეტა: “ობამეიანგმა არსენალის უნდა დაიჯეროს და მთავარი ფიგურა გახდება” 

სტატიის ავტორი
-