Belive

მიხაელ ბალაკს სიმსივნე დაუდგინდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანული მედია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ყოფილ ფეხბურთელ მიხაელ ბალაკს ზურგის ტვინის სიმსივნე დაუდგინდა. 43 წლის გერმანელს დაავადება ორგანიზმში ადრეულ ეტაპზე აღმოუჩინეს, რამაც მდგომარეობა შედარებით შეამსუბუქა. Bild-ის ცნობით, მიხაელს ერთი ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. შეგახსენებთ, რომ ბალაკი კარიერაში წლის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად 3-ჯერ დასახელდა. "ბაიერნთან" და "ჩელსისთან" მან ბუნდესლიგის ტიტულებისა და პრემიერლიგის მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები