Belive

მიკოლენკო: "არ ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა უკრაინის მხარდაჭერისთვის"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ევერტონის" ფეხბურთელმა, ვიტალი მიკოლენკომ რუსეთის აგრესიის გამო უკრაინისადმი გამოხატული მხარდაჭერის გამო მადლიერია.
„სიმართლე გითხრათ, შოკირებული ვარ მხარდაჭერით. არ ვიცი, როგორ გადავუხადო ყველას მადლობა . ვან დე ბეკმა, რომელიც ჩვენი ფიზიოთერაპევტია, უკრაინიდან ჩამოსული ოჯახის უსასყიდლოდ შეფარება შემომთავაზა. ყველა მეკითხებოდა, როგორ იყვნენ ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახი. მთავარი მწვრთნელი მოვიდა და დასვენება შემომთავაზა. ასევე, მადლობელი ვარ კლუბისგან გამოხატული მხარდაჭერისგანაც. . ყველას მადლობელი ვარ“, - განაცხადა უკრაინელმა მცველმა "ევერტონის" ოფიციალურ გვერდთან.
 

სხვა სტატიები