Belive

მილან რისტოვსკი: "საქართველოს დამარცხება შეგვიძლია"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ერთა ლიგის C-დივიზიონის C-ჯგუფის მესამე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, ჩრდილოეთ მაკედონია საქართველოს დაუპირისპირდება. პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება, სკოპიეში, 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. მეორე ტურში, ბულგარეთთან მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების (2:5) შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სკოპიეში ამაღლებული განწყობით ჩავიდა, თუმცა მასპინძლებს გამარჯვების იმედი მაინც აქვთ. ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერი - მილან რისტოვსკი აღნიშნავს, რომ მის გუნდს საქართველოს დამარცხება შეუძლია. მილან რისტოვსკი: "საქართველოს დამარცხებას შევძლებთ, თუ საკუთარ შესაძლებლობებს ვირწმუნებთ. უნდა გვჯეროდეს მთავარი მწვრთნელის შეხედულებების და გამოვხატოთ ბრძოლის ჟინი. ვიცით, რა არის საქართველოს ნაკრების ძლიერი მხარე, მაგრამ ფოკუსირებას საკუთარ თამაშზე მოვახდენთ. ვარჯიშებზე აქტიურად ვმუშაობთ და მჯერა, რომ ერთობა და გუნდური სულისკვეთება, რომელიც აქამდე გამოვავლინეთ, წარმატების მიღწევაში კვლავ დაგვეხმარება".

სხვა სტატიები