მილანი ბოლო 5 წელში მე-7 მწვრთნელს იცვლის

367
ნახვა

“მილანმა” ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარკო ჯამპაოლო დაითხოვა.

შეგახსენებთ, რომ 52 წლის სპეციალისტმა “როსონერიში” ჯენარო გატუზო გასული სეზონის შემდეგ ჩაანაცვლა.

“მილანმა” ჯამპაოლოს ხელმძღვანელობით მიმდინარე სერია A-ში 7-დან 3 მოიგო და 4-ჯერ დამარცხდა. იტალიის ჩემპიონატში მილანელები მე-13 ადგილს იკავებენ.

საინტერესოა, რომ 2014 წლის შემდეგ “როსონერი” მწვრთნელს უკვე მეშვიდედ შეიცვლის.

 

(367)

მილანი ბოლო 5 წელში მე-7 მწვრთნელს იცვლის

სტატიის ავტორი
-