Belive

მილანი ლივერპულის მცველით ინტერესდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური მედიის თანახმად, "მილანი" "ლივერპულის" ცენტრალური მცველის, დეიან ლოვრენით შეძენით ინტერესდება. გასულ სეზონში, ლოვრენმა გუნდში სულ რაღაც 18-ჯერ ითამაშა, რაც ტრავმისა და დაცვის ცენტრში არსებული მძაფრი კონკურენციით იყო გამოწვეული. თავის მხრივ, "მილანს" გაძლიერებისა და ძველი დიდების დასრულება სურს, ამისათვის კი გუნდის გაძლიერებას გეგმავს. როგორც Sky Sports Italia იტყობინება, ლოვრენი "მილანის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება. სეზონის ბოლოს, "მილანმა" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯენარო გატუზო გაათავისუფლა. სავარაუდოდ, მომავალ სეზონში "მილანის" მთავარი მწვრთნელი მარკო ჯამპაოლო იქნება, რომელიც ამჟამად "სამპდორიას" ხელმძღვანელობს.    

სხვა სტატიები