Belive

მილანი მაურისიო პოჩეტინოს მაცდურ წინადადებას სთავაზობს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია ა-ს გრანდი მაურისიო პოჩეტინოს გაფორმებას ცდილობს. "მილანის" ბოსებს ჯენარო გატუზოს გაშვება და კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურისიო პოჩეტინოს დანიშვნა სურთ. გავრცელებული ინფორმაციით, "როსონერის" წარმომადგენლები მაურისიო პოჩეტინოს კანდიდატურას აქტიურად განიხილავენ. წყაროს მტკიცებით, იმ შემთხვევაში თუ პოჩეტინო "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ჩაიბარებს, ზაფხულის ტრანსფერებისათვის მას 300 მილიონი ფუნტი გამოეყოფა. "მილანის" მესვეურებს კლუბისათვის ძველი დიდების დაბრუნებას სურთ, ამისათვის კი იდეალურ კანდიდატურად სწორედ მაურისიო პოჩეტინო მიიჩნევა.

სხვა სტატიები