Belive

"მილანი" "ნიცას" ფეხბურთელს უმიზნებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური "მილანი" რომელიც ბოლო დროს აღმავლობის გზას დაადგა უკვე საზაფხულო ტრანსფერებს ამზადებს. როგორც იტალიური პრესა იუწყება, "როსონერის" მიზანში "ნიცას" შემტევი ალან სენტ მაქსიმინი ჰყავს ამოღებული და მზადაა 21 წლის ფრანგში 20 მილიონი ევრო  გადაიხადოს და გარდა ამისა "ნიცას" სენტ მაქსიმინის თამაშის ხარისხის მიხედვით ბონუსებიც ერგება. იტალიური კლუბი მზადაა ფრანგს ხუთწლიანი ხელშეკრულება გაუფორმოს. სენტ მაქსიმინს "ნიცაში" ჩატარებულ 99 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და 15 საგოლე პასი შესრულებული.

სხვა სტატიები