Belive

"მილანი" სარეკორდო ტრანსფერთან ახლოსაა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავრცელებული ხმების თანახმად მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევი ანხელ კორეა "მილანში" გადასვლას დათანხმდა. SKY ITALIA-ზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას რომ კლუბმა და ფეხბურთელმა შეთანხმებას მიაღწიეს და ახლა ჯერი მხოლოდ კლუბების მოლაპარაკებებზეა. მადრიდულ კლუბს კორეას გაყიდვა 50 მილიონ ევროზე ნაკლებად არ სურს, "როსონერი" კი მხოლოდ 40 მილიონი ევროს გადახდა აპირებს. აღსანიშნავია ისიც რომ ანდრე სილვა "მონაკოში" გადასვლასთან ახლოსაა და თუ ეს მოხდა, "მილანს" არგენტინელი შემტევის საყიდლად მეტი ფინანსები ექნება, რადგან იტალიელები მასში სავარუდოდ 30 მილიონ ევროს მიიღებენ. ასევე მოსალოდნელია 2019 წლის აფრიკის თასის საუკეთესო ფეხბურთელის და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზების ერთდროულად მომგების, ალჟირელი ისმაელ ბენასერის ტრანსფერი "ემპოლიდან" "მილანში".

სხვა სტატიები