Belive

მილანის 3 თამაშიანი ულტიმატუმი ჯენარო გატუზოს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის "მილანი" მთავარ მწვრთნელს, ჯენარო გატუზოს ულტიმატუმს უყენებს. "სერია ა"-ს სატურნირო ცხრილში თითქოს "მილანი" სასურველ და სანატრელ მეოთხე ადგილზეა, თუმცა თამაშის ხარისხი არ იძლევა გარანტიას, რომ გუნდი შეძლებს პოზიციის შენარჩუნებას. ლიდერ "იუვენტუსთან" სხვაობა 19 ქულაა. გარდა ამისა "როსონერი" ევროპა ლიგაზე ჯგუფში ჩარჩა. ბოლო ტურში 3:1 დამარცხდა "ოლიმპიაკოსთან". "სერია ა"-ში კი "ბოლონიას" ვერ მოუგო. "მილანის" ხელმძღვანელობამ იტალიელ სპეციალისტს 3 თამაშიანი ულტიმატუმი წაუყენა. "ფიორენტინა", "ფროსინონე" და "სპალი". ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებსაც თუ "მილანი" მოუგებს, გატუზო თანამდებობას შეინარჩუნებს. ჯენარო გატუზოს გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, ორი კანდიდატურა სახელდება. ესენი არიან რობერტო დონადონი ან არსენ ვენგერი.

სხვა სტატიები