Belive

მილანის აკადემიის ყოფილმა ფეხბურთელმა 20 წლის ასაკში თავი მოიკლა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მილანის'' აკადემიის ყოფილმა ფეხბურთელმა, სეიდ ვისინმა, 20 წლის ასაკში სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ცხედარი პარასკევს, 4 ივნისს, გარდაცვლილის სახლში იპოვეს. Corriere dello Sport-მა გამოაქვეყნა წერილი, სადაც, თითქოს, ვისინი თვითმკვლელობამდე საზოგადოებას რასიზმში ადანაშაულებდა, თუმცა ფეხბურთელის მამობილმა, ვალტერ ვისინმა, ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა ფეისბუკზე 2 წლის წინ დაწერილ პოსტს მიაგნეს, რომელიც გარდაცვლილმა რეალურად ფსიქოთერაპევტსა და რამდენიმე მეგობარს გაუგზავნა.
,,ჩემი შვილი იმიტომ არ მომკვდარა, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო, ყველას ვთხოვ, შეწყვიტონ ცრუ ინფორმაციიას გავრცელება. ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს, რატომ მოიკლა სეიდმა თავი. ჩვენს ქალაქში ის ყველას უყვარდა. მასთან გამოსამშვიდობებლად ეკლესიაში ბევრი ადამიანი მოვიდა.'' - ვალტერ ვისინის სიტყვებს Eurosport-ი ციტირებს.
სეიდ ვისინი ეთიოპიაში დაიბადა და იტალიაში საცხოვრებლად 7 წლის ასაკში გადავიდა. ფეხბურთელი ,,მილანისა'' და ,,ბენევენტოს'' ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა და კარიერა 2016 წელს დაასრულა. ,,როსონერის'' აკადემიაში თამაშისას ვისინი ოთახში ჯანლუიჯი დონარუმასთან ერთად ცხოვრობდა.

სხვა სტატიები