Belive

მილანის და იუვენტუსის წარმომადგენლები თბილისში: კვარაცხელია იტალიურ გრანდებს დაუკავშირეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური მედია ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს და ბუნდესლიგას წარმომადგენელ გრანდებს უკავშირებს. sempremilan.com-ის ინფორმაციით, "მილანი" ტურინის "იუვენტუსთან" და დორტმუნდის "ბორუსიასთან" ყაზანის "რუბინის" ქართველი შემტევის გადაბირებისთვის ბრძოლაში ჩართვას აპირებს. წყარო ასევე წერს, რომ 20 წლის ქართველზე დასაკვირვებლად, "იუვენტუსის" და "მილანის" სკაუტები, 28 მარტს, თბილისში ჩამოვლენ და "დინამო არენაზე" გასამართ, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას - საქართველო-ესპანეთი დაესწრებიან. ცნობილია ისიც, რომ კვარაცხელიას ახლო მომავალში გერმანული გრანდის წარმომადგენლებიც დააკვირდებიან. ამ სეზონში, საქართველოს ნაკრების შემტევის აქტივში 18 საკლუბო შეხვედრაში გატანილი 2 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. ასევე იხილეთ: დრამატული მატჩი და გამარჯვება ჩემპიონთან – კვარაცხელიას სტატისტიკა ზენიტის წინააღმდეგ ასევე იხილეთ: კვარაცხელია მე-20 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა ასევე იხილეთ: კვარაცხელია და თანაგუნდელები: რუბინის ემოციები ზენიტთან გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

სხვა სტატიები